logo
ENG



მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას ითხოვს

27 მაი 202008:09
3 წუთის საკითხავი
 

ოფიციალური მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას ითხოვს და ბიოლოგიურ საფრთხეზე მიანიშნებს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოსკოვი თბილისისგან „ურთიერთმისაღები პირობებით" გათვალისწინებული ნებართვის მოლოდინშია.

რუსეთის დიპლომატიური უწყება განცხადებაში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციასაც ახსენებს და აცხადებს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ვაშინგტონი მოსკოვს ლუგარის ცენტრის ორმაგი დანიშნულების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის. ლავროვის უწყებაში განმარტავენ, რომ მათ ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში, მათ შორის იმ დანაყოფშიც სურთ შესვლა, რომელსაც ამერიკელი სპეციალისტები იკავებენ. 


close დახურვა