logo
ENG



სესიაშვილი: ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან რომ ღია ცის ხელშეკრულებების ვალდებუებები ჩვენ შევასრულოთ

27 მაი 202016:38
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი სესიაშვილი რუსეთის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ღია ცის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც სესიაშვილმა განაცხადა, რუსეთის ეს მოქმედებები პოლიტიზირებულია და ამ ვითარებაში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები საქართველოს მხრიდან შესრულებული იყოს.

„თქვენ ყველამ კარგად ხედავთ და იცით რომ საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც არის ოკუპანტი.. რუსეთი შეეცადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვენი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სივრცე წარმოეჩინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სივრცე, რასაც საერთაშორისო საზოგადოება მხარს ვერ დაუჭერს. მისი ეს მოქმედება ყოველთვის იყო პოლიტიზირებული, რის გამოც 2012 წელს საქართველომ შეაჩერა რუსეთთან ამ ხელშეკრულების მოქმედება და თავისთავად ცხადია ამ ვითარებაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ვმსჯელობთ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან, რომ ამ ხელშეკრულებების შესაბამისი ვალდებულებები ჩვენ შევასრულოთ“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთი საქართველოს ღია ცის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ტერიტორია რუსეთისთვის, ისევე როგორც რუსეთის მონაწილეობით მრავალეროვნული მისიებისთვის, ხელმიუწვდომელია.

 


close დახურვა