პარლამენტში პრემიერი გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს პასუხობს. „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი რატიანმა პრემიერს რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა და დაინტერესდება როდის მოიხსნება ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის 10-კაციანი შეკრება.
„როდესაც სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციას სხვადასხვანაირად უდგები... თუ შეიძლება მიპასუხეთ, აი ის შეზღუდვები, რომლებიც არის რელიგიურ ორგანიზაციებზე ათი კაცის შეზღუდვა, ამასთან დაკავშირებით, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს როდის ექნებათ შეღავათი?“, - აღნიშნა რატიანმა.
გახარიას თქმით, კი პანდემიის დროს ყველა რელიგიურმა ორგანიზაციამ თავად გადაწყვიტა თუ ვის როგორ ჩაეტარებინა მსახურება.
„ყველა რელიგიასთან და ყველა კონფესიასთან, ჩვენ გვქონდა უაღრესად სწორი კომუნიკაცია. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში, მსახურება ვის როგორ ჩაეტარებინა, მიიღეს თითონ. გამონაკლისები არ დაშვებულა“, - განაცხადა გახარიამ.