logo
ENG



საია პარლამენტში წინადადებას შეიტანს, რომელიც სასამართლოს შესახებ, ორგანულ კანონში ცვლილებებს გულისხმობს

28 მაი 202008:29
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დღეს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას შეიტანს, რომელიც სასამართლოს შესახებ, ორგანულ კანონში ცვლილებებს გულისხმობს.

საია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც მიმართავს. სულხან სალაძე ნინო ქადაგიძეს მოუწოდებს, რომ 29 მაისს ჩანიშნული პლენუმის სხდომა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარსადგენად გამოიყენოს.

სალაძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პლენუმის სხდომა ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მოიწვია და წარადგინა კანდიდატი, რომელსაც სალაძის თქმით, შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნავენ.  


close დახურვა