logo
ENG



მშენებლობა უნდა გაგრძელდეს-მთავრობა დეველოპერების მხარდამჭერ ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს

28 მაი 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია იმართება. მას მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მშენებლობის საკითხი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

"დღეს ვსაუბრობთ მე-4 ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობას და დაველოპმენტს. მშენებლობა/დეველოპმენტი პანდემიამდე, ჩვენი შიდა პროდუქტის 9%-ს შეიცავდა. იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და ამ სექტორში 120 ათასი ადამიანია დასაქმებული და ფაქტობრივად თუ ირიბად კიდევ ამდენი მუშაობს. 2008 წლის კრიზისის შემდეგ ეს სექტორი მთავრობის მხრიდან იყო საერთოდ მიგდებული და ერთეული კომპანიები გადარჩნენ. შენება უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელდეს", - განაცხადა გახარიამ. 

 

 


close დახურვა