დაიკავებს თუ არა თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას - დღეს უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის მოლოდინით, პროცესები კვლავ დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. დოლიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარეობის ადგილს თეა წულუკიანი დაიკავებს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო რეპუტაციას დაანგრევს.
"კლანი აკეთებს ყველაფერს, რომ მხოლოდ ის ხალხი დააწინაუროს, რომელშიც დარწმუნებულია, რომ ისინი დაემორჩილებიან მის ნებას. შესაბამისად, იმედი, რომ საკონსტიტუციოში დანიშნავენ მაჰათმა განდის, ნელსონ მანდელას - მე არ მაქვს. წულუკიანი არ არის იურისტი და მას არ აქვს იურისტის დიპლომი. იმ შემთხვევაში თუ ის დააპირებს სასამართლოებში გადასვლას, ჩვენ გვექნება "თადუმაძე 2"-ის შემთხვევა. ეს დაანგრევს სასამართლოს რეპუტაციას", - აღნიშნა დოლიძემ.
პროცესების დამოუკიდებლად წარმართვას არც მესამე სექტორში ელოდებიან. საია პლენუმს გადაწყვეტილების მოგვიანებით მიღებისკენ მოუწოდებს.
"ველით პლენუმის სხდომას და მოვუწოდებთ პლენუმს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მოგვიანებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პლენუმს ვანახოთ საჯარო განხილვის უპირატესობები. ჩვენ გვაქვს ნეგატიური გამოცდილება გვაქვს და გაგვიხარდება თუ ამ ნეგატიურ გამოცდილება უზენაესი სასამართლო ისწავლის", - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.