პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სიცრუეში დაადანაშაულა.
გახარიას თქმით, დღეის მდგომარეობით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 427 206 ადამიანმა ქეშის სახით სახელმწიფოსგან უკვე მიიღო დახმარება.
„ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომან გოცირიძემ ბრძანა, არის ტყუილი. მაგალითად, გუშინ ამ ტრიბუნასთან დგომისას, მე დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომელიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო, დაიწყებოდა დ არა ტქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო.
"დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ 72 175-მა მოქალაქემ დაიწყო 1 200 ლარის სოციალური დახმარების კრიზისთან დაკავშირებით აღება, ეს ის რაოდენობაა, რომელთაც უკვე ჩაერიცხათ თანხები. 52 151-მა თვითდასაქმებულმა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით დღეს მიიღო. 194 796-მა ჩვენმა თანამოქალაქემ, ეს არის ის ხალხი ვისაც სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდე აქვს, მათაც სოციალური დახმარების პირველი ჩანარიცხი ჩაერიცხათ. 22 644-მა ჩვენმა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა, სახელმწიფოს მხრიდან დახამრება უკვე მიიღო, პირველი ტრანში. 40 440 შშმ პირსა და შშმ ბავშვს უკვე ჩაერიცხა დაერიცხა. 18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგროდიზელი შეღავათიან ფასად და 27 000 ფერმერს უკვე აგროქულები დაერიცხა. ეს ჩემო მეგობრებო, არის 427 206 ადამანი, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ქეშის სახით მიიღეს დღეის მდგომარეობით“, - განაცხადა პრემიერმა.