logo
ENG



29 000 დოლარის ყალბი ფულის გასაღებისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს

22 ნოე 202310:27
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში 29 000 დოლარის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღეს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან, დამატებით ამოღებულ იქნა 2-ცალი 100-დოლარიანი და 1-ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები", - აცხადებენ საგამოძიებოში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.


close დახურვა