logo
ENG



29 წლის კაცმა თავი მოიკლა - ოჯახი პოლიციას წამებაში ადანაშაულებს

23 მარ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

ყაჩაღობაში ეჭვმიტანილმა 29 წლის შალვა სიმონიამ სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, - ასეთია სამართალდამცველების ოფიციალური ვერსია.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობოდა. პოლიციამ შალვა სიმონია სახლიდან მაღაზიის ყაჩაღობის ბრალდებით აიყვანა და სამტრედიის განყოფილებაში გადაიყვანა. 19 თებერვალს მეუღლეს შეატყობინეს, რომ დაკავებულმა თვითმკვლელობა სცადა. 20 თებერვალს კი ადვოკატმა გაიგო, რომ შალვა სიმონია საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ამავე დღეს ოჯახს ეჭვმიტანილის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ ის პოლიციაში აწამეს. მათი თქმით, სიმონიას ეპილეფსია ჰქონდა და წამება ვერ გადაიტანა. ოჯახი ამბობს, რომ ბრალდებული სამტრედიის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

მეუღლე აცხადებს, რომ გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანება სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნება და რაც მთავარია არ აქვს ნაჭდევები ყელის არეში, რაც თვითმკვლელობას გამორიცხავს. გარდაცვლილის მეუღლე და ნათესავები გამოძიების ჩატარებას და დამნაშავე სამართალდამცველების დასჯას მოითხოვენ. 

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.


close დახურვა