უეფას ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
პირველი გოლი 53-ე წუთზე "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი 75-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა.
89-ე წუთზე შონიამ მეტოქე საჯარიმოში წააქცია და 11-მეტრიანი დარტყმით მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელმა ნიკოლაი კოლნიჩეკომ სხვაობა შეამცირა.
საბოლოოდ შეხვედრა თბილისის "ლოკომოტივის" სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა.