გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში მცხოვრები 2 არასრულწლოვანი გოგო პოლიციამ გვიან ღამით თბილისში იპოვა. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.
პოლიცია 12 და 13 წლის გოგოებს 6 დღის განმავლობაში ეძებდა. ოჯახის წევრების თქმით, გოგოებმა უთხრეს, რომ მაღაზიაში მიდიოდნენ და მალე დაბრუნდებოდნენ, თუმცა, ასე არ მოქცეულან.