logo
ENG



2 ახალი ინფიცირებული დედა-შვილი არიან, 1 კი, სებ-ის კლასტერიდანაა - სოლოღაშვილი

10 აპრ 202010:26
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, მათ კლინიკას 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა.

სოლოღაშვილის თქმით, 2 არის ერთი ოჯახის წევრები, კერძოდ კი დედა-შვილი, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ თურქეთის საზღვარი გადმოკვეთეს, ხოლო მესამე ეროვნული ბანკის კლასტერიდან არის. 

"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ ეტაპზე მკურნალობს 51 პაციენტი. აქედან 16 არის კოვიდინფიცირებული. 3 პაციენტი დაემატა დღეს. დანარჩენი პაციენტების მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. 2 პაციენტი არის უფრო საყურადღებო. 18 წლამდე ასაკის პაციენტები არიან 7. 
3-დან ერთი არასრულწლოვანია. ერთი არის ეროვნული ბანკის თანამშრომლის კლასტერიდან და 2 არის, ვისაც რამდენიმე დღის წინ თურქეთის საზღვარი აქვს გადმოკვეთილი.  დედა-შვილი არიან. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა კლინიკის წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა, აქედან 51 განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა. 


close დახურვა