logo
ENG



2 ახალი პაციენტი არის მარნეულიდან, 2 გაეწერა - ბოჭორიშვილის კლინიკა

24 აპრ 202010:21
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ახალი ინფიცირებულები, რომლებიც კლინიკასი მოათავსეს, მარნეულიდან არიან. 

როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 47 პაციენტი მკურნალობს. აქედან 22 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდ-19-ის დიაგნოზი. 22 პაციენტიდან 2 არის ახალი. გადმოყვანილი არიან მარნეულიდან. მოზრდილები და მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. გვაქვს ასევე ორი მოზრდილის გამოჯანმრთელება, რომლებიც გაეწერნენ კლინიკიდან. 18 წლამდე ასაკის პაციენტი არის 6. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავს 3 საყურადღებო პაციენტი. 8 პაციენტი უნდა ჩაერთოს კვლევაში და ხვალ გახდება ცნობილი დაუდასტურდებათ მათ ვირუსი თუ არა", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. 


close დახურვა