logo
ENG



2 ახალი პაციენტის შესაძლო ინფიცირებასთან დაკავშირებით პასუხები დღეს გახდება ცნობილი

27 თებ 202007:36
3 წუთის საკითხავი
 

2 ახალი პაციენტის შესაძლო ინფიცირებასთან დაკავშირებით პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ბიოლოგიურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გააგზავნიან და პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

„ორი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირანში არიან ნამყოფები. სავარაუდოდ მათ არ უნდა ჰქონდეთ ინფექცია, რადგან ირანი დატოვეს 11 და 12 თებერვალს. 19-დან 13 პიროვნება გადაყვანილი იქნება კარანტინში, 6 დარჩება ჩვენთან. ამ 6-დან ერთს დადასტურებული აქვს ინფექცია, ხოლო 3 საჭიროებს მკურნალობას, ჯანმართელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. 2 ახალი შემოსულია და ჯერ გამოკვლეული არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორ ახალგაზრდას აზერბაიჯანიდან გადმოსვლის დროს, საზღვარზე სიცხე დაუფიქსირდათ, რის შემდეგაც ისინი თბილისში გადმოიყვანეს.  

 

 

 


close დახურვა