logo
ENG



2 ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდან არის - ეზუგბაია

22 ივნ 202011:18
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდან არის.

როგორ ეზუგბაიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 133 პაციენტი მკურნალობს. 

"ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში 133 პაციენტი მკურნალობს. ორი ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული, საკარანტინო სივრციდან. ამ ორი დღის განმავლობაში 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა იყო. აქედან 1 ბოლნისი იყო, 1 მარნეული, დანარჩენი იყო იმპორტირებული შემთხვევა", - განაცხადა ეზუგბაიამ


close დახურვა