logo
ENG



2 ოქტომბრის არჩევნებს 7 ევროპარლამენტარი დააკვირდება

29 სექ 202119:29
3 წუთის საკითხავი
 
2 ოქტომბრის არჩევნებს 7 ევროპარლამენტარი დააკვირდება

2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი დააკვირდება.

პრესსმასახურის ცნობით, ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება, ესენია:

  • მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე
  • მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი)
  • მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი)
  • კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი)
  • მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი)
  • ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი)
  • ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)

ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვლენ 29–30 სექტემბერს და ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიებისა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.

დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს.

"რაც შეეხება არჩევნების დღეს, ეფექტიანი სადამკვირვებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვერ დავასახელებთ იმ საარჩევნო უბნებს/ადგილებს, სადაც დამკვირვებლები მივლენ", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა