logo
ENG



2 პაციენტი რესპუბლიკურიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

08 მარ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ ცამეტია. ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 პაციენტი რჩება. ორი პაციენტი დღეს რესპუბლიკურიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

„კლინიკაში დაკვირვებისთვის რჩება 26 მოქალაქე. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთ პაციენტს აღენიშნა გუშინ საღამოს ცხელება, თუმცა დილას ნორმის ფარგლებში იყო. 2 პაციენტი გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში, იმიტომ რომ იყვნენ დაკვირვების ქვეშ იქ, თუმცა ნეგატიურია მათთან კორონავირუსის ტესტი“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირქტორმა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება ინფექციურში არსებულ მდგომარეობას, საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ მათთან 39 პაციენტია მოთავსებული და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ დღის განმავლობაში 2 ეტაპად ჩატარდა კვლევა, და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი შედეგი, 1 კი დადასტურდა. ამ ეტაპზე ჩვენთან უკვე წევს 12 ინფიცირებული პაციენტი. პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. ჯერჯერობით არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მეოთხე  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური“, - განაცხადა მარიანე ეზუგბაიამ.

 


close დახურვა