logo
ENG



2 პაციენტის პასუხს ველოდებით, კიდევ ერთს სინჯები უნდა აუღონ - ინფექციონისტი

30 მარ 202019:04
3 წუთის საკითხავი
 
3687yv577hno0vd.jpg

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 12 პაციენტი იმყოფება. ამის შესახებ ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ განაცხადა. 

კობახიძის თქმით, 5 მათგან კორონავირუსის ინფექცია უდასტურდება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, კლინიკაში მყოფი ორი ბავშვი მეთვალყურეობის ქვეშ არის და მათზე შესაბამისი მონიტორინგი ხორციელდება. 

"ჩვენს კლინიკაში, ბოქსირებულ დეპარტამენტში ამ დროისთვის 12 პაციენტია, აქედან 5 არის დადასტურებული შემთხვევა. 2 პაციენტის პასუხს ველოდებით. კიდევ 1 პაციენტს უნდა აუღონ სინჯები და მისი პასუხის მოგგვიანებით გვეცოდინება. ჯანმრთელობის მდგომაროება ყველა პაციენტის სტაბილურია", - განაცხადა კობახიძემ. 

კითხვაზე - ხომ არ არის დაიფიცირებული მედიკოსი მათი კლინიკის თანამშრომელი, ინფექციონისთმა განაცხადა, რომ არა. 


close დახურვა