logo
ENG



2 ქართველ ძიუდოისტი ​კოვიდრპროტოკოლის დარღვევის გამო ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს

01 აგვ 202115:23
3 წუთის საკითხავი
 

2 ქართველ ძიუდოისტს, ვაჟა მარგველაშვილს და ლაშა შავდათუაშვილს ​კოვიდრპროტოკოლის დარღვევის გამო ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს. 

ოლიმპიური კომიტეტის სპიკერის განცხადებით, წესების მიხედვით, ათლეტებს საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეეძლოთ და შეზღუდულ არეალზე შეეძლოთ. 

სპორტსმენებს ეკრძალებათ ქალაქში სეირნობა და ტურისტული ადგილების, მაღაზიების, რესტორნების თუ სავარჯიშო დარბაზების მონახულება. მათ არ უნდა იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დარღვევა აკრედიტაციის შეწყვეტას, ჯარიმებს და დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. 

თუმცა, ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმები ეცვათ, ტოკიოში, ტოკიო თაუერთან მრავალ ადამიანთან ერთად ფოტოები გადაიღეს. 

ოლიმპიური კომიტეტის სპიკერის განცხადებით, ეს ქმედება წესების სასტიკი დარღვევაა. 

ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა ვერცხლის მედლებით დაასრულეს. 


close დახურვა