logo
ENG



2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც გარეგნობის გამო 2 მოზარდ გოგოს სცემა

19 აპრ 202321:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/19/qhkk45t8bnballz.jpg

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც გარეგნობის გამო 2 არასრულწლოვან გოგოს ქუჩაში სცემა. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძალადობის შემთხვევა 2022 წლის ბოლოს მოხდა - კაცი ორ მოზარდს თავს დაესხა, აგინა და სცემა. 

ბათუმელების ინფორმაციით, პოლიციის ჩვენების თანახმად, მოძალადემ თქვა - "ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო".

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა თქვეს, რომ მათ კაცი პირსინგის, ტატუებისა და თმის ფერის გამო დაესხა თავს. 

მოძალადეს პროკურატურამ ბრალი დისკრიმინაციული მოტივით, ფიზიკური ძალადობის მუხლით წარუდგინა.

გამოცემის ცნობით, კაცს, ასევე, ედავებიან ძაღლის ქურდობასაც, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

"ამ საქმეში დაზარალებულად მიჩნეული ქალის თქმით, ძვირადღირებული ძაღლი ერთ-ერთ მარკეტში დაკარგა. ვიდეოკამერის ჩანაწერებით კი, ძაღლი იმ კაცს მიჰყავს, რომელიც უკვე ციხეში გაუშვეს", - წერს ბათუმელები.


close დახურვა