logo
ENG



3,4 მლნ. ლარით გაზრდილი ანაზღაურება - IDFI-ის კვლევა მერიისა და საკრებულოს ხარჯებზე

05 ნოე 201914:14
3 წუთის საკითხავი
 
iqb2o7b8uhvmbt9.png

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, მერიასა და საკრებულოში, ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია. შესაბამისი კვლევა, ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა. როგორც IDFI-ის წარმომადგენელი აცხადებს, კვლევა ჩატარებულია სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით და ხარჯი ყველა მიმართულებით გაზრდილია.

„როგორც მერიაში, ისე საკრებულოში, გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯი. ჩვენ დათვლილი გვაქვს კომპონენტების მიხედვით, ამაში შედის, როგორც თანამშრომლების ანაზღაურება, ისე სამივლინებო, წარმომადგენლობითი, საწვავის და ავტომობილის ხარჯები. თითქმის ყველა კომპონენტში მატებაა - ზოგში მეტად, ზოგში ნაკლებად. საერთო ჯამში ჩვენი დასკვნა არის ის, რომ მუნიციპალიტეტში ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია, რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი. ჩვენს წინა კვლევაში, ეს ხარჯები შემცირების ტენდენციას უფრო აჩვენებდა 2016 წლის ჩათვლით, ახლა ეს ტენდენცია არ არის“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევის თანახმად, თბილისის მერიაში 2018 წელს შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით 4 მლნ. ლარით შემცირდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 3,4 მლნ. ლარით გაიზარდა.

მერიის მიერ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით დახარჯული თანხა 2018 წელს 1 მლნ. 790 ათასი ლარით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა სავარაუდოდ უკავშირდება საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნასა და მის ადმინისტრაციულ ხარჯებს.

თბილისის მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია “იმედშია” კონცენტრირებული. მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.

 


close დახურვა