logo
ENG



3-თვიანი კარანტინის შემდეგ, ვატიკანში მუზეუმები იხსნება

25 მაი 202014:03
3 წუთის საკითხავი
 

სამთვიანი კარანტინის შემდეგ ვატიკანში მუზეუმები გაიხსნება. დამთვალიერებლებს შენობებში პირველი ივნისიდან შეუშვებენ, ბილეთების ონლაინ დაჯავშნა კი უკვე შესაძლებელია.

დროებით გაუქმდა წესი, რომლის მიხედვით კვირას ვატიკანში შესვლა უფასო იყო. მიზეზად ის სახელდება, რომ ძირითადი შემოსავალი მუზეუმებისთვის სწორედ ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხაა. 

მსურველებს პაპების რეზიდენციის მონახულებაც შეეძლებათ. ვატიკანში პანდემიისას კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა.


close დახურვა