3000 ამერიკელი მოხალისე უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საომრად წასვლის სურვილს გამოთქვამს.
ინფორმაცია ამერიკის ხმას აშშ-ში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა დაუდასტურა.
ისინი ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას გამოეხმაურნენ, იმსახურონ საერთაშორისო არმიაში.
საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ეს ნაბიჯი სხვა ქვეყნების მოხალისეებმაც გადადგეს, მათ შორის, ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებმა, როგორებიცაა საქართველო და ბელარუსი.
3 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში 16 ათასი უცხოელი მოხალისე იბრძოლებს და რომ მათი პირველი ნაკადი ქვეყანაში უკვე ჩავიდა.