logo
ENG



ეკონომისტი: ეკონომიკის ვარდნა წლის ჭრილში იმაზე დიდი იქნება, ვიდრე ამას აპრილის დასაწყისში ველოდით

02 ივნ 202009:29
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელზე დიდი იქნება. ბიუჯეტში შემოსავლები იკლებს, ვალი კი იმატებს. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4%-იან შემცირებაა მოსალოდნელი.

ამავე დოკუმენტით, საგარეო ვალი 2020 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 58%-ს მიაღწევს, აქედან საგარეო ვალი 46% იქნება. 2020 წელსვე წლიური ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი იქნება. ექსპერტებს ახალი სესხების პირობები აინტერესებთ და მთავრობის მიერ ბიუჯეტის წარდგენას ელიან. 

როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, ეკონომიკის განვითარებაში პოზიტიური სცენარი ვერ გათამაშდება.

„ამ გადასახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოზიტიური სცენარები ვეღარ გათამაშდება ანუ ეკონომიკის ვარდნა წლის ჭრილში იმაზე დიდი იქნება, ვიდრე ამას აპრილის დასაწყისში ველოდით. ნავარაუდევია წლის განმავლობაში 4%-იანი ზრდა. სავარაუდოდ, უფრო ბევრი იქნება, ვიდრე პროგნოზირებადი იქნება“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა.

ეკონომისტ გიორგი პაპავას განცხადებით კი, სხელმწიფომ აღებული ვალი მიზნობრივა და გამჭირვალედ უნდა დახარჯოს.

„ბუნებრივია, მომავალ წლებში გაზრდილი ვალის მომსახურებისთვის ჩვენ აღარ გევქნება ფუფუნება, რომ სრულად იმ მასშტაბის სახელმწიფო ბიუჯეტი გვქონდეს, რაც თუნდაც წელს გვაქვს. წმინდა გამჭირვალობის კუთხით, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ვალი მნიშვნელოვნად გაგვეზარდა, ყოველი ნასესხები თეთრი მიზნობრივად იქნას გამოყენებულ, რომ ამან კითხები არ გააჩინოს და მომხმარდეს ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანის სოციალურ მხარდაჭერას“, - აცხადებს პაპავა.


close დახურვა