თუ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულება, შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება აუცილებელია, თუმცა შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს, ასევე შესასრულებელია.
ISFED-ში ფიქრობენ, რომ სამართლებრივი საქმეები, სადაც პოლიტიკური სარჩული შეიძლება იკვეთებოდეს, უნდა დასრულდეს. საუბარია გიორგი რურუას საქმეზე.
„მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე სრულად იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას. იმედი მაქვს, რომ კიდევა არის დრო საკონსტიტუციო განხილვების პარალელურად და ის გამოყენებული იქნება იმ სადავო საქმეებზე, სადაც პოლიტიკური ელფერი გამოკვეთილად ჩანს, რურუას საქმეს ეხება ეს - პროგრესი იქნება მიღწეული", - ამბობს მიხეილ ბენიძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" კი აცხადებენ, რომ რვა მარტის შეთანხმების შეუსრულებლობა საზოგადოების პოლარიზაციას გამოიწვევს, რაც წინასაარჩევნოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კარგი არ იქნება.
„იმ შემთხვევაში, თუკი შეთანმხება არ შესრულდება, ცხადია პრობლემა იქნება პოლარიზაციასთან მიმართებაში. იმიტომ, რომ ფაქტიურად ამ პროცესში არ შესრულდა ის პირობები, რაზეც საუბრობდნენ პარტიები. ეს იქნება ცუდი და გამოიწვევს იმას, რომ ბევრი კითხვა დაისმება არჩევნების წარმართვასთან დაა შედეგებთან მიმართებაში", - აცხადებს ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ რვა მარტის შეთანხმება მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა არჩევნები ჩატარდეს პროპორციით 120-30-ზე. ასევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, შეთანხმების თანახმად, უნდა გათავისუფლებულიყვნენ პოლიტიკური პატიმრები.