logo
ENG



ბაგებში გუშინ მომხდარი სროლის გამო, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

04 ივნ 202012:30
3 წუთის საკითხავი
clock 632

ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გუშინ მომხდარი სროლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები საცხოვრებელ კორპუსებში შევიდნენ და სავარაუდოდ ამ წუთებში ადგილობრივი მაცხოვრებლების გამოკითხვა მიმდინარეობს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ საღამოს გაიგონეს დაპირისპირების და სროლის ხმა. მათი თქმით, დაპირისპირებაში შვიდამდე პირი მონაწილეობდა, მათმა ნაწილმა გაქცევა მოახერხა.

დაკავებულების შესახებ ინფორმაციას შსს ჯერჯერობით არ ავრცელებს. სამართალდამცველებმა ადგილზე მხოლოდ 2 დაჭრილი მოქალაქე ნახეს, რომლებიც შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაჭრილებს ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული. ეს არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება. უწყებაში მუხლის კვალიფიცირებას არ გამორიცხავენ, ვინაიდან გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. 


close დახურვა