logo
ENG



ექსპერტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

06 ივნ 202011:52
3 წუთის საკითხავი
 

კაცი, რომელსაც ნუცუბიძეზე აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა,  გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ის კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანა, პაციენტს გული გაჩერებული ჰქონდა. 

შეგახსენებთ, რომ ექსპერტ-კრიმინალისტი აფეთქების ადგილას დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.


close დახურვა