logo
ENG



სოლოღაშვილი სომხეთზე:დახმარება უნდა დაიგეგმოს ცენტრალიზებულად, არავინ იცის ხვალ აქ რა მოხდება

08 ივნ 202011:13
3 წუთის საკითხავი
 
3csmrveqyn2fcbh.jpg

ბოჭორისვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად, დაგეგმვა უფრო ცენტრალიზებულად უნდა მოხდეს.

ამასთან, როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკას აქვს რესურსი, რომ ქვეყნის შიგნით დაინფიცირებულ პაციენტებს დახმარება გაუწიოს.

„მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად, ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს უფრო ცენტრალიზებულად დაგეგმვა, თუ მივიღებთ ამაზე გადაწყვეტილებას. არავინ იცის, რამდენიმე დღეში, რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში, ესაა ჩვენი კლინიკის პოზიცია. ამ ეტაპზე ყოველთვის ვართ მზად, რომ შიდა საჭიროებისთვის გვქონდეს რესურსი. დანარჩენი, ცენტრალიზებულად რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ალბათ, ყველა ვიმოქმედებთ იმის მიხედვით. ამ ეტაპზე ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტი შევსებულია და რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა საჭიროებისთვის თუ გამოვლინდა დაინფიცირებული პაციენტები, მათ ადგილი და მზრუნველობა არ მოვაკლოთ. მსჯელობა, ზოგადად გვქონდა, მაგრამ კონკრეტულად ასე ცალკეული კლინიკები არ მსჯელობენ. ბოჭორიშვილის კლინიკა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას, ესაა ქვეყნის მისაღები გადაწყვეტილება“,- განაცხადა სოლოღაშვილმა.


close დახურვა