თანამდებობის ბოროტად გამოყენება, კორუფცია, მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაული - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერაა. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევა ასევე ააშკარავებს იმას, რომ გამოძიება თანამდებობის პირების მონაწილეობით გამოვლენილ კორუფციაზე არ ხდება.
„საგანგაშოა, რომ სამიდან ორ ადამიანს მიაჩნია, რომ თანამდებობის პირები თანამდებობას ბოროტად იყენებენ. კონკრეტული მაღალჩინოსანი იქნება თუ დეპუტატი - მათთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ ტენდერებს. მმართველ პარტიასთან თუ არიან ჩართული კორუფციაში, ამ საქმეების გამოძიება არ ხდება", - ამბობს გიორგი ონიანი.
კვლევაში ჩანს, რომ თანამდებობის პირები მათთან დაკავშირებულ კომპანიებს ტენდერებს აგებინებენ, უფრო იზრდება „ქართული ოცნების“ შემომწირველებისა და პარტიასთან დაახლოებული პირების მიერ მოგებული მრავალმილიონიანი საბიუჯეტო პროექტები.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ე.წ. ქართულ-ჯიგრული კორუფცია ივანიშვილის დამკვიდრებულია. პრობლემას მთელი მმართველი გუნდიდან მხოლოდ ერთი დეპუტატი აღიარებს.