საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთხებული შტატების ელჩს შეხვდა - როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, ისაუბრეს თუ არა კელი დეგნანმა და ირაკლი შოთაძემ თორაძეების საქმესა და გიორგი რურუას შესახებ.
აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ისაუბრეს ხმების მოსყიდვასა და ექსტრადაციიის შესახებ.
„შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა სფერო განვიხილეთ, მათ შორის ექსტრადიციისა და სხვა სამართლებრივი საკითხები, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მომავალ არჩევნებში. არჩევნების შემდგომ პერიოდში ხმების მოსყიდვის შესახებ საჩივრებთან დაკავშირებით. ვფიქრობ პროკურატურა მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა ამ შემოდგომაზე, რომ ამომრჩეველს საარჩევნო პროცესის ნდობა ჰქონდეს", - განაცხადა კელი დეგნანმა.
როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურა დახმარებისთვის მიმართავს აშშ-ს და ითხოვს, რომ დაიკითხოს ძმები თორაძეების და, თამარ თორაძე.
თამარ თორაძე აშშ-ის მოქალაქეა, სწორედ ამიტომ მიმართა პროკურატურამ დამხარებისთვის პარტნიორ ქვეყანას.