დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინცი ფილიპის დაბადების დღისთვის ემზადება. ედინბურგის ჰერცოგი ხვალ 99 წლის ხდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, იუბილეს ვიწრო წრეში აღნიშნავენ.
უინძორის სასახლეში, სადაც დედოფალი და მისი მეუღლე კარანტინის დაწყების შემდეგ იმყოფებიან, სადილი გაიმართება, რომელსაც შესაძლოა, სამეფო ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი დაესწროს.
მკაცრი შეზღუდვები, რომელიც მასობრივ შეკრებებს კრძალავს, ბრიტანეთში ამ დრომდე მოქმედებს. პრინცმა ფილიპმა ასაკის გამო სამეფო მოვალეობების შესრულება 2017 წელს შეწყვიტა.