logo
ENG



ხმაური დეზერტირების ბაზარში - მოვაჭრეები კომპენსაციის მისაღებად საჭირო ცნობებს ითხოვენ

10 ივნ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად, ბაზრის ადმინისტრაციისგან მოვაჭრეობის ცნობების მიღებას ითხოვენ. აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ. დასაქმებულებს კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ეს არ არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც დასაქმებულებს, ჩვენს დებს და ძმებს, ექმნებათ პრობლემები. ძალიან ბევრ ლოკაციაზე ადმინისტრაცია თავს იკავებს ცნობების გაცემისგან, რომ ეს ხალხი მუშაობდა და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ცნობები არ გაიცა, შეუძლებელი იქნება, რომ ის მწირი დახმარებაც კი, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება ამ ხალხმა მიიღოს. ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება 120 ადამიანზე მეტის, რომლებიც მუდმივად მუშაობდნენ პანდემიამდე ამ ბაზრობებზე“, - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.


close დახურვა