„ჯარიმა არ უნდა გახდეს დამატებითი ტვირთი მოქალაქეებისთვის,“ - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარით.
მისი განცხადებით, მოქალაქეებისთვის ჯარიმის გამოწერა ამ რთულ ეკონომიკურ პირობებში, მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოწერის ნაცვლად, პირბადის მოხმარების პროპაგანდა უნდა მიმდინარეობდეს.
„ეს ჯარიმა არ უნდა გახდეს დამატებითი ტვირთი მოქალაქეებისთვის. პირბადეს პლიუს ჯარიმა ეს ისედაც მძიმე ეკონომიკურ პროცესში ადამიანებისთვის რთულია. მე უფრო სოციალურ პასუხისმგებლობას გავუწევდი პროპაგანდას და აქცენტს ამაზე გავაკეთებდი“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.