logo
ENG



საქართველოსა და უკრაინის ლაბორატორიებში საშიში ექსპერიმენტები ტარდება - ლუგარი ისევ რუსეთის სამიზნეა

12 ივნ 202008:58
3 წუთის საკითხავი
 

"საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში საშიში და პათოგენებით დახურული ექსპერიმენტები ტარდება", - ამის შესახებ ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, ოფიციალური მოსკოვი საქართველოსა და უკრაინაში განთავსებული ორმაგი დანიშნულების ლაბორატორიებში შეერთებული შტატების სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობით შეშფოთებულია.

მისი განმარტებით, ყველას აქვს უფლება იცოდეს, სინამდვილეში რა ხდება ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში.

ლუგარის ლაბორატორია პანდემიის პირობებში რუსული კამპანიის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. გასულ თვეში რუსეთმა ლაბორატორიის დეტალური დათვალიერება სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე მოითხოვა. 


close დახურვა