logo
ENG



30 ივლისიდან 3 ღამის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება

29 ივლ 202011:36
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, 30 ივლისიდან, ღამის 12-დან დილის 4 საათამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში ივლის.

"ჭავჭავაძეზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, მხედევლობაში მაქვს დახაზვითი სამუშაოები. პროცესი, თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, რამდენიმე დღეში იქნება დასრულებული. 30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, ღამის 12-დან დილის 4 საათამდე ვარაზის ხევიდან გრიგოლ წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება იმ მოტივით, რომ ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რომ სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, როცა დახაზვითი სამუშაოები დასრულდება, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სქემით მოძრაობა დაიწყება.


close დახურვა