30 მაისს თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც მას სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება.
დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით, შეხვედრა და მედიისათვის ერთობლივი განცხადებების გაკეთება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
31 მაისს ხაჩატურიანი შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.