logo
ENG



ოცნების დეპუტატი ღარიბაშვილს: სკოლებში, ბაღებში, ოჯახიდანვე უნდა გავზარდოთ ქართველები ჯარისკაცებად

12 ივნ 202016:59
3 წუთის საკითხავი
 
2ckl12fq96s51os.jpg

 

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი მხეიძემ პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ინიციატივით  მიმართა და განაცხადა, რომ ბავშვები ჯარისკაცებად ბაღიდან და სკოლიდან უნდა აღიზარდნონ.

"სკოლებში, ბაღებში, ოჯახებიდანვე უნდა გავზარდოთ ჩვენ ჯარისკაცებად ჩვენი ქართველები. ბევრი რაღაც სექტები და ორგანიზაციები დაარსდა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჯარში წასვლას და ახალისებენ ამას. თქვენ ისეთი პიროვნება ბრძანდებით, დარწმუნებული ვარ, იმნაირ ნაბიჯებს გადადგამთ, რომელიც ამ პრობლემას გადაწყვიტავს. ერთ-ერთი მიმართულება მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ სკოლაში, ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს, თავიდანვე თუ არ შევუწყვეთ ხელი ჩვენ განვითარებაში, გაზრდილ ხეს ვერაფერს ვერ ვუზამთ, აი, როდესაც იზრდება, მაშინ უნდა შევუწყოთ ჩვენ ხელი", — განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება. ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში არ ესწრებიან ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

 


close დახურვა