logo
ENG



ჰონგ-კონგში გასართობმა პარკმა მუშაობა ახალი რეგულაციებით განაახლა

13 ივნ 202014:49
3 წუთის საკითხავი
 

4-თვიანი პაუზის შემდეგ ჰონგ-კონგის ცნობილი გასართობი პარკი გაიხსნა. თემატურმა პარკმა მუშაობა ახალი რეგულაციებით განაახლა. კომპლექსში შესვლამდე ყველა სტუმარს ტემპერატურას უმოწმებენ და ხელების სადეზინფექციო საშუალებას ურიგებენ, ვიზიტორები ასევე ვალდებული არიან, პირბადე ეკეთოთ.

უსაფრთხოების მიზნით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დამთვალიერებლების რაოდენობა შეიზღუდა და პარკი დღეში 9 ათას ადამიანს უმასპინძლებს.

გასართობი პარკი, რომელიც ცხოველების ზონებთან ერთად ატრაქციონებსაც მოიცავს, ჰონგ-კონგში 1977 წელს გაიხსნა. 


close დახურვა