logo
ENG



მწვანე მხოლოდ დოლარი იცით - გაბედეს აქცია მზიურის გახსნაზე

13 ივნ 202020:51
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ახლადგახსნილ მზიურში, სადაც პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერიც იმყოფებოდნენ, ტრანსფარანტები წარმოადგინეს, წარწერით “მწვანე მხოლოდ დოლარი იცით”.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი აირწინაღები ქალაქში უჰაერობას უკავშირდება და ახლო მომავალში ადამიანებს სწორედ ამ ფორმით შეეძლებათ გადაადგილება. აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ნადგურდება ანას ბაღი, ალუბლების ქუჩა და დიღმის ჭალები.

„ეს არის ატრიბუტიკა, რომელი არის მნიშვნელოვანი აქსესუარი - მალე თბილისში აირწინაღებით მოგვიწევს სიარული. კალაძე ერთი ხელით ხსნის პარკებს ცენტრალურ უბნებში, ხოლო გარეუბნებში ანადგურებს ანას ბაღს, დიღმის ჭალებს", - ამბობენ აქტივისტები.

მოძრაობის „გაბედე“ წევრები ახალი მზიურის გახსნაზე აირწინაღებით მივიდნენ, თუმცა ისინი ტერიტორიაზე სამართალდაცველებმა არ შეუშვეს. ამას აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. აქტივისტებმა პერფორმანსი მოაწყვეს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წინ დაუსხდნენ

ახალი „მზიურის“ გახსნა გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა და აღნიშნა, რომ გამოწვევების წარმატებით დაძლევით შენდება წარმატებული სახელმწიფოები.

„ასეთი გამოწვევების, ბრძოლების წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფოები და თაობები. ეს ის თაობა იქნება, ვინც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავის სიტყვას იტყვის. მინდა მადლობა ვუთხრა მათ და მწუხარება გამოვთქვა იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც ჩვენ დავკარგეთ", -  განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა