საპარლამენტო ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო სექტორი, - ყველა, ქართული ოცნების გარდა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს. მმართველი პარტიისა და მოსამართლეთა კორპუსის გზავნილები კი საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.
"შეწყვიტეთ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ" - ასეთია საერთო სასამართლოების მიმართვა, რომელსაც 310-მა მოსამართლემ მოაწერა ხელი.