logo
ENG



ტურისტი რომ ჩამოვა, იმას გართობა არ უნდა?-ივენთკომპანიების წარმომადგენლები აქციას მართავენ

15 ივნ 202012:53
3 წუთის საკითხავი
 

ამ დრომდე გაურკვეველია ივენთკომპანიებისა და დაბადების დღის ცენტრების ბედი. არაერთი აქციის მიუხედავად პასუხი მთავრობისგან, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა, კომპანიის წარმომადგენლებს არ მიუღიათ. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, რომელიც დღეს აქციაზე გააჟღერეს და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ შუამდგომლობას მეიჯარეებთან და გარეღონისძიებების გამართვის ნებართვა.

„აქ არიან ორგანიზაციები, ივენთკომპანიები, დაბადების დღის ცენტრები და ა.შ. მრავლად არიან ადამიანები, ვისაც ობიექტებს უუქმებენ - ვითხოვთ გამოვიყვონ ადამიანი, ვინც გვიშუამდგლომლებს კონკრეტულად მეიჯარეებთან თუ არასაბანკო ვალდებულებებთან. რამდენიმე დღის წინ მზიურის გახსნა ნახეთ, სადაც აურაცხელი ხალხი იყო და იდეალურად ჩაატარეს მინი-ივენთი. ჩვენ ამას ვითხოვთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი მთივლიშვილმა.

აქციის მონაწილე ოლეგ თავაძე აცხადებს, რომ აქციები უფრო მრავალრიცხოვანი გახდება.

„თუ კი ტურიზმი უნდა გაიხსნას თუ კი სოფლის მეურნეობას უნდა დავეხმაროთ, ის ტურისტი რომ ჩამოვა, იმას ხომ უნდა გართობა? ფოლკლორი უნდა, სიმღერა უნდა. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ამიტომ შევუერთდით ამას. ჩვენ გავმრავლდებით, ყველა გამოვა აქ“, - განაცხადა თავაძემ.

 


თუმცა, რადგან გამოხმაურება არ მოყვა არანაირი დღეს გამოვიდნენ ისევ და წამოაყენეს რამდენიმე მოთხოვნა: 1. შუამდგომლობა მეიჯარეებთან და შეღავათები არასაბანკო გადასახადებზე

2. მაშინ როცა დაბადების დღის ცენტრები დაკეტილია, მისცენ ნება რომ გარეღონისძიებები მაინც გამართონ


თუ ვერაფრით გვეხმარებიათ, ის მაინც გვითხრან როდის მოვემზადოთ დაბადების დღის ცენტრების გასახსნელადო



close დახურვა