logo
ENG



სუს-ი:რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დააკავეს

15 ივნ 202023:23
3 წუთის საკითხავი
clock 1947
wohulyrybv6wfrq.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ფორმულას" ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, მას ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენებას გულისხმობს.

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ადამიანი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა დავალებული.

 



close დახურვა