logo
ENG



ბრალდება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება - პესკოვი

17 ივნ 202016:05
3 წუთის საკითხავი
clock 1156
dkf5ru3fsepypq2.jpg

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის ორგანიზებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას საქმესთან კავშირი არ აქვს.

„გეტყვით ერთ რამეს. გახსოვთ, დასაწყისშივე ისმოდა ბრალდება, რომ თითქმის რუსეთის ხელისუფლებაა ოფიციალურად ამ დანაშაულთან კავშირში. თავიდანვე ვამბობდით, რომ ნებისმიერი სახის ბრალდება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს დიმიტრი პესკოვი.


close დახურვა