logo
ENG



მნიშვნელოვანია ცნობილი გახდეს, კვლავ ემუქრება თუ არა გაბუნიას სიცოცხლეს საფრთხე - ომბუდსმენი

18 ივნ 202007:53
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ შეკვეთილი მკვლელობის საქმეს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა.

ლომჯარია მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად ჟურნალისტის ინფორმირება უნდა მოახდინოს, თუ რა იციან მისი სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ და რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ მკვლელობაზე.

ამასთან, ომბუდსმენი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ცნობილი გახდეს, კვლავ ემუქრება თუ არა ჟურნალისტის სიცოცხლეს საფრთხე.

„პირველ რიგში დასაკმაყოფილებელია გიორგი გაბუნიას ძალიან ლეგიტიმური ინტერესი, რა იცის სუს-მა მისი დაგეგმილი, სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, რამდენად განეიტრალდა საფრთხე და რა ტიპის ინფორმაცია ჰქონდათ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

 


close დახურვა