logo
ENG



გახარია 20 ივნისზე:მეხსიერებიდან რაღაცეები იშლება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, მეორეხარისხოვანია

18 ივნ 202013:45
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისის ღამის მოვლენებს ეხმაურება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხსენებულ საქმეზე ის გამოკითხვაზე 2-ჯერ იყო მისული. 

ამასთან, გახარიას შეფასებით, ის რაც 20 ივნისს ხდებოდა, პარლამენტზე შტურმი იყო და პოლიციამ ქვეყანას დესტაბილიზაცია აარიდა. 

"ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 2-ჯერ ნამდვილად ვიყავი დაკითხვაზე. სამწუხაროდ უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და მეხსიერებიდან რაღაცეები იშლება. ერთი რამ მინდა ვთქვა, 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება. მაგალითად ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით - ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარია ის, რომ 20 ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ რამდენიც გავა, ეს იყო ქმედება რომლითაც შსს-მ და ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, რომელიც შსს-მ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა და მას ეს გააკეთეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა