logo
ENG



ერთი წელი გავიდა, რაც ადამიანები დასახიჩრდნენ, სიკვდილისთვის ვიყავით განწირულები - გაბედეს წევრი

19 ივნ 202012:50
3 წუთის საკითხავი
 

გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ სამოქალაქო  აქტივისტები კვლავ შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ რუსეთი ოკუპანტია. მათი თქმით, აქციაზე დაცული იქნება სოციალური დისტანცია, ყველას ექნება პირბადე და სადეზინფექციო საშუალებები. 

აქციის ჩატარებისა და რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მოთხოვნით, ორგანიზატორებმა თბილისის მერიას უკვე მიმართეს თუმცა ამ დრომდე მათ პასუხი არ მიუღიათ.

​„განსაკუთრებული იქნება სამზადისი იმიტომ, რომ ჩვენ ყველა უამრავ მოხალისესთან ერთად აუცილებლად დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც პანდემიისთვის არის მოცემული“, - განაცხდა გიგა მაქარაშვილმა.

„გაბედეს“ წარმომადგენლის მიშა ქუმსიშვილის განცხადებით 1 წელი გავიდა 20 ივნისის ტრაგედიიდან, რომლის დროსაც ადამიანები დასახიჩრდნენ და სიკვდილს გადაურჩნენ.

„დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ადამიანები დასახიჩრდნენ, ბევრმა მხედველობა დაკარგა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს იმიტომ, რომ სიკვდილისთვის ვიყავით განწირულები. აუცილებლად ვიმახსოვრებთ ამას“, - განაცხადა მიშა ქუმსიშვილმა


close დახურვა