logo
ENG



ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას: დროულად გამოიძიეთ 20-21 ივნისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა

20 ივნ 202014:49
3 წუთის საკითხავი
 

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქარველოს ხელისუფლებას მიმარავს. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ 20 ივნისის ღამეს დაზარალებულ ჟურნალისტებს სტატუსი მიენიჭოთ და გამოიძიონ მათ წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტები. 

„ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად გამოიძიოს 2019 წლის 20-21 ივნისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფაქტი. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მსგავსი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებამ, ამგვარი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები, შეიძლება წაახალისოს. ქარტია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაითავისოს მედიის როლი და მნიშვნელობა საზოგადოების სრული და დროული ინფორმირების ნაწილში“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 


close დახურვა