logo
ENG



22 წლის ფეხბურთელს მაშველები ეძებენ - შაქარაშვილის კვალს ვერც პოლიცია აგნებს

20 ივნ 202017:15
3 წუთის საკითხავი
clock 2081

მაშველები 22 წლის ფეხბურთელს მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მდინარე არაგვსა და მტკვარზე მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე გიორგი შაქარაშვილის კვალს ვერ მიაგნეს.

მასშტაბურ სამძებრო ღონისძიებაში 60 მაშველი და 6 მყვინთავია ჩართული. არსებობს ვერსია, რომ ფეხბურთელის გაუჩინარებას წინ ჩხუბი უძღვოდა.

ახლობლები ამბობენ, რომ ფეხბურთელი ბოლოს არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო შემდგომ მისი კვალი იკარგება. სამძებრო ღონისძიებებში ნათესავებიც არიან ჩართულნი. 

ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით შაქარაშვილი ტყისკენ გარბოდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა. გარდა ამისა, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად საგურამოში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. როგორც ახლობლები აცხადებენ, კონფლიქტში ფეხბურთელი არ მონაწილეობდა. 

შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა და პოლიციამ 19 ივნისს გაიგო. მცხეთის პოლიციაში დაბადების დღეზე მყოფი თითქმის ყველა პირი დაიკითხა. 

"აქ იყო ბოლოს. მარტო იყო. სხვებს მოუვიდათ კონფლიქტი, რის მერეც დაიშალნენ. ამას არ მოსვლია კონფლიქტი. აქ იყო ბოლოს და აქედან ქრება კვალი. მდინარეში შემსვლელი ბიჭი არ იყო. ცურვა არ იცოდა", - განაცხადა ახლობელმა. 


close დახურვა