logo
ENG



20 ივნისმა მოიტანა ის, რომ ივანიშვილმა საკუთარი პრორუსული ორიენტაციის დამალვა ვერ შეძლო - შავგულიძე

20 ივნ 202021:27
3 წუთის საკითხავი
 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგული აცხადებს, რომ გასული წლის 20 ივნისს დაზარალებულების უმეტესობას შესაბამისი სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული. 

შავგულიძის თქმით, აღნიშნულმა აქციამ ბიძინა ივანიშვილის პრორუსული ორიენტაცია დაანახა საზოგადოებას. 

"ჩვენ ვხედავთ რომ დაზარალებულადაც კი არაა ცნობილი იმ ხალხის უმეტესობა, ვინც დაზიანებები მიიღო, მაშინაც როცა 70-მდე პოლიციელი ცნეს დაზარალებულად. 20 ივნისი რა თქმა უნდა ძალიან მძიმე და მტკივნეული დღე იყო, ძალიან ბევრ მოქალაქეს ეს ჯანმრთელობის, მხედველობის და ზოგს პატიმრობის ფასად დაუჯდა. მაგრამ ეს ფასი არ არის დაკარგული. ჩვენ მივიღეთ რამდენიმე რეალური შედეგი. 20 ივნისმა მოიტანა ის, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლო საკუთარი პრორუსული ორიენტაციის დამალვა. ძალიან დიდხანს მალავდა ის ამას", - განაცხადა შავგულიძემ. 


close დახურვა