საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს მაშველები მესამე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მცხეთაში, მდინარე მტკვარსა და არაგვზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 70 მაშველი და მყვინთავთა შვიდი ჯგუფი, პროცესში მონაწილეობს 2 ექოლოტიც წყლის ფსკერის დასათვალიერებლად.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს აცნობა. სამაშველო სამუშაოების წარმოების მიზნით 20 ივნისს ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რათა არაგვში წყლის დონემ დაიწიოს.